ოგესლამებით ძვირფასო მომხმარებლებო! მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა საიტმა შეცვლა დიზაინი და დაემატა მრავალი წვრილმანი თუ მნიშვნელოვანი სიახლე, რათა საიტი გამხდარიყო უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი. ასევე, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ჩვენს ოფიციალურ სერვერს.მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მომხაებელს, რომელიც საიტს ეხარება განვითარებასა და წინსვლაში, სიახლეებს ამატებს მასიურად და ამისდა მიუხედავათ მინდა გთხოვთ, საიხლის აღწერის დროს არ გამოიყენოთ დიდი ზომის და სხვა ფერის ფონტი. ყოველივე ამას თუ გაითვალისწინებთ მადლობელი დავრჩებით.
ოველი უაზრო სიახლე იქნება დარედაქტირებული ან წაშლილი ადმინისტრაციის მიერ. ასევე მინდა გავაფრთხილო ყველა ის მომხმარებელი, რომელიც რაიმე გზით ეცდება საიტზე განათავსოს რეკლამა! საიტს ასევე დაემატება რამდენიმე კატეგორია, ფორუმი და უამრავი სიახლე, Сs განვითარების და თქვენი კომფორტისთვის. განახლდა პირადი წერილების გვერდი რითიც თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ და შეძლოთ ერთმანეთის კონტაქტი:გაუზიაროთ აზრები, დაეხმაროთ. ასევე საიტზე ჩატარდება კონკურსები (შეჯიბრებები) სხვადასხვა კატეგორიაში და გამარჯვებული ადამიანი მიიღებს პრიზს.

ვენ ვზრუნავთ ყველანაირად დაგეხმაროთ და კომფორტი შეგიქმნათ.

Cs მხედველობას აუმჯობესებს ?!

ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კომპიუტერული თამაშები მხედველობის სასარგებლოა. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს ?
ბევრ ექსპერტს აღელვებდა ის ფაქტი, რომ ისეთი დინამიური თამაშები, ე.წ. ” შუთერები ” როგორებიცაა: "Counter-Strike”, "Call of Duty”, "Left 4 Dead”, მხედველობას ზიანს აყენებდა, თუმცა უკანასკნელი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ისინი პირიქით, აუმჯობესებენ მას.

ადამიანთა ჯგუფს ჩაუტარეს ამგვარი ექსპერიმენტი: ათამაშეს კონკრეტული ვიდეოთამაშები, რის შედეგადაც გამოავლინეს ის ფაქტი, რომ მათ გაუუმჯობესდათ რუხი ელფერის აღქმის უნარი – ეს ძალზედ სასარგებლო შენაძენია იმათთვის, ვისაც უჭირს ღამით მანქანის მართვა.

” ჩვეულებრივ, კონტრასტული მგრძნობელობის ასამაღლებლად, საჭიროა ან სათვალეების ან ოპერაციის გაკეთება, რამეთუ მოხდეს თვალის ოპტიკური სისტემის შეცვლა ” – ამბობს დაფნა ბაველიე, ნიუ-იორკის შტატის როჩესტერის უნივერსიტეტიდან. – ” ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ "Action” ჟანრის ვიდეოთამაშების საშუალებით, ტვინი უფრო ეფექტურად ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, ამასთანავე კარგი მხედველობის უნარი ნარჩუნდება კიდევ რამდენიმე თვე თამაშის დანებების შემდეგაც ".

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა შეარჩიეს 22 მოხალისე სტუდენტი, რომლებიც გაანაწილეს ორ ჯგუფში. პირველი ჯგუფი თამაშობდა ყველასათვის კარგად ნაცნობ – "Call of Duty 2″-ს და "Unreal Tournament 2004″-ს, ხოლო მეორე ჯგუფს უწევდა "The Sims 2″-ის თამაში, რომელიც არ მოითხოვს მაღალ კონცენტრაციას.

თვითოეულმა მოხალისემ ცხრა კვირის განმავლობაში კომპიუტერთან გაატარა საშუალოდ 50 საათი. ამის შემდეგ, ” შუთერების ” ჟანრის მოთამაშეებს გაუუმჯობესდათ ახლოარსებული რუხი ელფერის აღქმის უნარი 43%-ით, როდესაც "Sims”-ის მოთამაშეებს არანაირი ცვლილება არ აღენიშნებოდათ.

ბაველიე ასევე მივიდა ისეთ დასკვნამდე, რომ პირველი ჯგუფის მოხალისეებს 58%-ით გაეზარდათ თითქმის უხილავი ელფერის აღქმის უნარიც.

” როდესაც ხალხი თამაშობს "Action” ჟანრის თამაშებს, იცვლება ტვინის სეგმენტის მუშაობაც, რომლის ფუნქციაც არის ინფორმაციის ვიზუალური დამუშავება. – ამტკიცებს ექსპერტი. ” ამ თამაშების წყალობით, ადამიანის მხედველობის სისტემას ვაიძულებთ იმუშაოს შესაძლებლობის ზღვარზე და ტვინიც ეგუება ამას ".

მეცნიერის აზრით, მისი ექსპერიმენტის შედეგად, ნათლად ჩანს, რომ კომპიუტერულ თამაშებს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი კომპონენტი მხედველობის კორექციის ტექნიკაში.
ავტორი: სტუმარი - ნანახია:645 - კატეგორია:
სულ კომენტარები: 0
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები
>